ბარსელონასთან მატარებლების შეჯახების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა
07/12/2022 11:02:10 მსოფლიო
ბარსელონას გარეუბანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 155 ადამიანი დაშავდა.
სარკინიგზო კატასტროფა, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიის რეგიონში მდებარე სადგურზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოძრავი მატარებელი იმავე ლიანდაგზე მდგარ გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევას კატალონიის პოლიცია იძიებს.


