როგორც ჩანს, კრემლი შორდება შეზღუდული ომის რიტორიკას - ISW
07/12/2022 10:15:44 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ უპასუხა ჭორებს მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ, ცდილობს რა, შეაკავოს სოციალური მღელვარება,– ამგვარად ეხმიანებიან ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მკვლევრები ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის 6 დეკემბერის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა რუსებს, არ მიაქციონ ყურადღება „პროვოკაციულ ცნობებს“ რუსეთში მობილიზაციის გაგრძელების შესახებ. ასევე ირწმუნებოდა პესკოვი სექტემბერში, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე ორიოდ დღით ადრე.
„პესკოვის მტკიცება სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ოპოზიციის და ომის მომხრე ტელეგრამ–არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციას, რომლებიც მუდმივად იუწყებიან მობილიზაციის 2023 წელს გაგრძელების თაობაზე კრემლის განზრახვის ნიშნების შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ამზადებს ნიადაგს შემდგომი მობილიზაციისთვის.
„როგორც ჩანს, კრემლი შორდება ომის შეზღუდულ რიტორიკას (რომელიც გამოიყენებოდა საზოგადოებაში ომის შესახებ შიშის შესამსუბუქებლად) საზოგადოების მოსამზადებლად შემდგომი მობილიზაციის ტალღებისთვის“.
კერძოდ, ISW იხსენებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ფორმირების შესახებ, ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს გააცნეს ომი "რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე უკრაინის სახმელეთო თავდასხმის საფრთხის აბსურდული საბაბით".
ამავდროულად, მოხსენების ავტორების აზრით, მობილიზაციის მეორე ტალღა, საყოველთაო მობილიზაცია და ომის ფორმალური გამოცხადებაც კი არ მოხსნის რუსეთის არმიისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებს მოკლევადიან პერსპექტივაში.


