Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესი უკრაინის უსაფრთხოებისთვის 2023 წელს $800 მილიონის გამოყოფას დათანხმდა

აშშ-ის კონგრესი უკრაინის უსაფრთხოებისთვის 2023 წელს $800 მილიონის გამოყოფას დათანხმდა

07/12/2022 09:36:25 მსოფლიო

შეერთებული შტატების კონგრესის წევრები შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარება გაუწიონ.

ამის შესახებ შეიარაღებული ძალების კომიტეტმა განაცხადა. 2023 წლის ეროვნული თავდაცვის აქტი გამოაქვეყნეს სენატისა და პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების ხელმძღვანელებმა.

მათი თქმით, აქტით გათვალისწინებული ორპარტიული შეთანხმება ითვალისწინებს, კერძოდ, უკრაინელი სამხედროების მომზადებას და უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას:

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ამ აქტით უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხები ცალკეა და ავსებს სხვა დამატებით ნებისმიერ დაფინანსებას“.

ჯამში, აშშ-მა 21,8 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების მიზნით 2014 წლიდან და 19 მილიარდ დოლარზე მეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S