Accentnews.ge
გერმანელმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 25 პირი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 25 პირი დააკავეს

07/12/2022 09:00:07 მსოფლიო

გერმანელმა სამართალდამცველებმა მთავრობის დამხობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს 25 პირი დააკავეს.

როგორც ადგილობრვი მედია იუწყება, ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედრო პირები ბერლინში, პარლამენტის შენობაში - რაიხსტაგში - შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებიც ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო დიდი ხანია, რაც გერმანიის პოლიციის ყურადღების ქვეშ არიან.

გერმანული მედია იუწყება, რომ აღნიშნული ექსტრემისტული მოძრაობის წევრები არ აღიარებენ თანამედროვე გერმანულ სახელმწიფოს. მათ ამჟამინდელი რესპუბლიკის 1871 წლის გერმანული მოდელით შექმნილი ახალი სახელმწიფოთი ჩანაცვლება სურთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S