
მეგი გოგიტიძე რუსეთში ახალ კონცერტებს გამართავს
07/12/2022 08:32:14 საზოგადოება
ქართველი შემსრულებელი მეგი გოგიტიძე რუსეთში ახალი კონცერტების გამართავს გეგმავს. მის ოფიციალურ გვერდზე რუსული დომეინის გამოყენებით გამოქვეყნებული რუსულენოვანი აფიშის თანახმად, უახლოესი სამი თვის განმავლობაში გოგიტიძეს რუსეთის ფედერაციაში ექვსი გამოსვლა აქვს დაგეგმილი.
კერძოდ, 23 დეკემბერს გოგიტიძე მოსკოვში იმღერებს, 25-ში – სოჭში, ახალი წლის იანვარში - ტულაში, თებერვალში - კრასნოდარში, ხოლო მარტის დასაწყისში - ნალჩიკსა და მახაჭყალაში.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის განმავლობაში გოგიტიძემ რუსეთში შვიდი კონცერტი უკვე გამართა, მათ შორის ბოლო - 17 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში. წლის განმავლობაში მას ასევე ჰქონდა ორი გამოსვლა მოსკოვსა და ტულაში, თითო-თითო ნოვგოროდსა და სოჭში.
ერთ-ერთი კონცერტის წინ, რომელიც 6 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა, გოგიტიძის სამშობლოში სკანდალი აგორდა. საქართველოში მომღერალი გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის წინაპერიოდსა და ამავდროულად უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე მტრული სახელმწფოს დედაქალაქში კონცერტების მართვის მზადყოფნის გამო. თავად მომღერალმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის.