Accentnews.ge
სეზონური გრიპის ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

სეზონური გრიპის ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

07/12/2022 07:39:31 საზოგადოება

სეზონური გრიპის ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასო იქნება, – იუწყება "პირველ არხი".

ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის კვლავ უფასო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S