Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში რუსეთის 17 "დრონი" გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში რუსეთის 17 "დრონი" გავანადგურეთ

07/12/2022 07:07:35 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 14 Shahed-136–ის ტიპის "დრონი", 1 – Орлан-10 და 2 უპილოტო აპარატი, რომლის სახეობა ზუსტდება. უკრაინის გენშტაბი არ აკონკრეტებს, რომელ ოლქებში მოხდა დრონების განადგურება.

ერთ-ერთი ოლქი დნეპროპეტროვსკია, რაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. რეზნიჩენკოს თანახმად, გასულ ღამით, რუსებმა ოლქს შეუტიეს 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რვავე თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა ქალაქებში, კრამატორსკსა და კრივოი როგში და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ სტეპნოეში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 22 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 4 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 ადგილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S