Accentnews.ge
ბლინკენი: "აშშ-ს არ წაუხალისებია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები"

ბლინკენი: "აშშ-ს არ წაუხალისებია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები"

07/12/2022 07:00:57 მსოფლიო

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, აშშ-ს არ წაუხალისებია უკრაინა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა ვაშინგტონი მზად არის, უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის.

"ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ, თუმცა მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რისი გადატანა უწევს უკრაინელებს ყოველდღე მათი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S