Accentnews.ge
Bloomberg დასავლეთის მიერ დაწესებული ზედა ზღვრის საპასუხოდ კრემლის გეგმებზე წერს

Bloomberg დასავლეთის მიერ დაწესებული ზედა ზღვრის საპასუხოდ კრემლის გეგმებზე წერს

07/12/2022 06:25:16 მსოფლიო

მოსკოვი განიხილავს შესაძლებლობას, „ჭერს ფსკერით უპასუხოს“: საკუთარი ნავთობის ერთი ბარელისთვის ან ფიქსირებული ფასი დააწესოს, ან მის გაყიდვაზე მაქსიმალური ფასდაკლება შემოიღოს პასუხად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაწესებულ ლიმიტზე, რომლის მიხედვით, ბარელ რუსულ ნავთობში მაქსიმუმ 60 დოლარს გადაიხდიან,– წერს გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებს დაყრდნობით.

მაქსიმალური ფასის დაწესებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იმედოვნებენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი არ შეწყდება, მაგრამ მისი ფასი მოსკოვს არ მისცემს იმ შემოსავლის მიღების საშუალებას, რაც საჭიროა უკრაინაში ომის გასაგრძელებლად.

Bloomberg-ის წყაროს თქმით, რუსეთს სურს, თავისი ნავთობის მყიდველებს შესთავაზოს ფასების ერთგვარი გამჭვირვალე მექანიზმი, რომელიც საბაზრო მოთხოვნებს უპასუხებს: "კრემლს არ სურს არასაბაზრო ბერკეტების მეშვეობით ზეწოლა განახორციელოს და უკმაყოფილება გამოიწვიოს ნეიტრალურ ქვეყნებში, რომლებიც მისგან ნავთობს ყიდულობენ".

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსეთის ნავთობზე ზღვრული შეღავათების დადგენა მსოფლიო ფასებთან შედარებით, რომელთა გადალახვა აკრძალული ექნებათ რუსეთის მეწარმეებს. ამ შეღავათების ზომებს რეგულარულად გადახედავენ ბაზრის ქცევის შესაბამისად.

მეორე ვარიანტია ფიქსირებული ფასის დადგენა, რომელსაც ასევე რეგულარულად გადახედავენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, აჩქარების მიზეზი არ არსებობს და მოსკოვი წლის ბოლომდე მოასწრებს ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებას ფასებზე დაწესებული ზედა ზღვრის საწინააღმდეგოდ.

როგორც სააგენტო წერს რუსეთის მთავრობაში მყოფ კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით, კრემლში მზადდება პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც რუსეთის კომპანიებსა და საერთაშორისო ტრეიდერებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, აუკრძალავს ნავთობის იმათთვის მიყიდვას, ვინც ფასების ზედა ზღვრის დაცვის ვალდებულება იკისრა.

იხილეთ ასევე: “პუტინმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გაანადგურა”: ევროპა რუსულ ნავთობს ემშვიდობება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S