ზელენსკი: "როცა შეიარაღებული ძალების დღე, მადლიერების დღესასწაულია, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელია"
07/12/2022 06:20:58 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
მოგვიანებით, ზელენსკიმ მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.
"დღეს ჩვენი მადლიერების დღეა. სწორედ ეს არის 6 დეკემბრის მნიშვნელობა - და ეს იქნება სამუდამოდ. ახლა მხოლოდ ასე აღნიშნავს ჩვენი ხალხი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს - მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით. [...] როდესაც სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დღე, თავისი მნიშვნელობით, მადლიერების დღესასწაულია, დარწმუნებული ვარ, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება და დაშლა შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო მთელი დღის უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გატარება და ყველას გამარჯვება უსურვა.


