Accentnews.ge
პრაისი: "აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს"

პრაისი: "აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს"

07/12/2022 06:18:28 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ ლეტალური დახმარების აღმოჩენით არ „აძლევს საშუალებას“ ან „არ ახალისებს“ უკრაინას მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს.

”ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები”, - აღნიშნა პრაისმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S