Accentnews.ge
ISW - კრემლი სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება

ISW - კრემლი სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება

07/12/2022 06:16:42 მსოფლიო

"ომის შესწავლის ინსტიტუტის" (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ, ემზადება მობილიზაციის მეორე ტალღისთვის.

ISW–ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირდაპირ უარყოფს ჭორებს მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ და, როგორც ჩანს, ცდილობს, დაამშვიდოს რუსეთის საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 6 დეკემბერს მოუწოდა რუსებს დაეყრდნონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის კომუნიკაციების არხებს, და უგულვებელყონ სოციალურ მედია პლატფორმებზე, მაგალითად Telegram-ზე გამოქვეყნებული „პროვოკაციული მესიჯები“, მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ.

"პესკოვის განცხადება სავარაუდოდ მიზნად ისახავს როგორც რუსული ოპოზიციის, ისე ომის მომხრე ტელეგრამის არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციას, რომლებიც თანმიმდევრულად აშუქებდნენ კრემლის განზრახვას, განაახლონ მობილიზაცია 2023 წელს", -აცხადებს ISW.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S