რეზნიკოვი: "რუსეთს “ისკანდერების” 13%, ხოლო “კალიბრის” ტიპის რაკეტების 30% დარჩა"
06/12/2022 19:55:21 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთს “ისკანდერების” 13%, ხოლო “კალიბრის” ტიპის რაკეტების 30% დარჩა.
“მათ უკვე ბევრი რამ გააკეთეს საკუთარი თავისთვის შედეგების გაუთვლელად. ისინი მართლა იყენებენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მარაგს, ბევრ შემთხვევაში უკვე ძალიან გასცდნენ მათზე თავდასხმის შემთხვევაში საჭირო რეზერვს”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, რაკეტების ზოგი ტიპის წარმოების მხრივ რუსეთის შესაძლებლობები ძალიან შემცირდა, ზოგზე კი სრულიად აღარ არსებობს, რადგან კომპონენტები არ გააჩნიათ.
“ერთადერთი, ძალიან რომ არ გვიხაროდეს, C-300 რაკეტების ძალიან დიდი მარაგი აქვთ - ათასობით. ისინი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის რაკეტები იყოს, ისინი “მიწა-მიწა” რეჟიმში უშვებენ მათ. და ასე ცდილობენ ჩვენი ოლქების, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება, ტერორიზებას - ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლიგანსკის ოლქებს”, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.


