Accentnews.ge
შოლცი: "კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან"

შოლცი: "კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან"

06/12/2022 19:42:19 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე, რომელიც დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარდა, მათ შორის სანქციების საკითხზე პოზიციების დაახლოებაზე იყო საუბარი.

კანცლერმა აღნიშნა უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

“კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც, ერთიანი მიდგომა გვჭირდება”, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღიარა, რომ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით განსხვავებული რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S