Accentnews.ge
ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას შეუერთდნენ

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას შეუერთდნენ

06/12/2022 19:08:52 მსოფლიო

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას შეუერთდნენ. ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც დღეს ტირანაში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დასრულების შემდეგ მიიღეს.

„პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, მოვუწოდებთ მათ სწრაფ და მდგრად პროგრესს მიაღწიონ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული შესაბამისობის კუთხით, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით. მივესალმებით დასავლეთ ბალკანეთის იმ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ერთგულებას ამ მიმართულებით CFSP– სთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებით. ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, მოვუწოდებთ მიბაძონ მათ მაგალითს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ადასტურებს სრულ და ურყევ ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი და რეფორმების და დამსახურების პრინციპის საფუძველზე, პარტნიორების გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S