Accentnews.ge
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად კანცელარიასთან მდუმარე აქცია გაიმართა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად კანცელარიასთან მდუმარე აქცია გაიმართა

06/12/2022 17:19:39 საზოგადოება

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად "ლელოს" ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერებმა და პარტიის წევრებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს.

„ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კანცელარიის წინ საპროტესტო შავი ლენტი და 33 დაღუპული გმირის სურათი მიიტანეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი, რომელიც, მათი თქმით, „კიდევ ერთი მოწოდება იყო ხელისუფლებისადმი, რომ, როდესაც შენი 5 მოქალაქე მტერთან ბრძოლაში იღუპება, ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს გლოვის დღე და სახელმწიფომ სათანადო პატივი მიაგოს დაღუპულ გმირებს“.

„ლელოს“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრების ორგანიზებულ აქციას ესწრებოდნენ „ლელოს“ ლიდერებიც. აქციაზე იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S