კულება – რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა "უცნაური" ამანათები მიიღეს
06/12/2022 14:41:41 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა "უცნაური" ამანათები მიიღეს.
"ყველას, ვინც აგრძელებს ამ პაკეტების გაგზავნას და ატერორებს ჩვენს საელჩოებს, გთხოვთ დაისვენოთ და ნუ დაკარგავთ დროსა და ფულს საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის - თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას", – აცხადებს კულება.
გასულ კვირაში ესპანეთში უკრაინის საელჩომ მიიღო პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ადამიანი, რომელმაც გახსნა ის, მსუბუქად დაიჭირა. ამის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში დაიწყეს მიღება გზავნილებისა, რომლებშიც ძროხისა და ღორის თვალები იყო.
მსგავსი პაკეტების დაგზავნისთვის პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.


