რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლის შესახებ იტყობინებიან
06/12/2022 12:44:46 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან“ დაბრუნებულია რუსეთის 60 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ“.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესში ქვეყანაში დაბრუნდა უკრაინის 60 სამხედრო - 58 მამაკაცი და ორი ქალი. მათგან 34 „აზოვსტალის“ მცველია.


