Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა

06/12/2022 12:22:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა.

სლავიანსკი დონეცკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრია. 2014 წელს მას რამდენიმე თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ სეპარატისტები. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს.

„უკრაინის არმიის დღეს ჩვენს მებრძოლებთან ერთად ვხვდები მოწინავე ხაზზე. დღეს დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გაფართოვდა. ბრძოლა გართულდა, საფასური გაიზარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ომში დაღუპულ ჯარისკაცებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S