Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი პატრიარქს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი პატრიარქს შეხვდა

06/12/2022 11:02:50 პოლიტიკა, საზოგადოება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

"დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას", – აცხადებს პრემიერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S