ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უკრაინისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგია
06/12/2022 10:15:49 მსოფლიო
ჰააგაში დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოს გენპროკურორმა ქარიმ ხანმა უარყო ევროკავშირის წინადადება, შეიქნას საგანგებო ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.
"ჰააგის სასამართლოს შესწევს უნარი ეფექტიანად განიხილოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაული", – განაცხადა ქარიმ ხანმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის განსჯის მიზნით საგანგებო სასამართლოს შექმნის შესახებ განცხადება გასულ კვირაში გააკეთა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გარშემო გამოძიება დაიწყო, მაგრამ არ შეუძლია საქმის სამართლებრივი დევნა, რადგან რუსეთს ხელი არ აქვს მოწერილი სასამართლოს შექმნის ხელშეკრულებაზე.


