Accentnews.ge
რუსეთის ФСБ უკრაინის ვიცე–პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკავებას მოითხოვს

რუსეთის ФСБ უკრაინის ვიცე–პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკავებას მოითხოვს

06/12/2022 10:05:18 მსოფლიო

რუსეთის ФСБ -მ მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯეპარსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრ, ვიცე–პრემიერ ირინა ვერეშჩუკზე. მათ რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“ ედავებიან. აღნიშნულზე ყურადღება ტელეგრამ–არხმა AvtozakLIVE-მ გაამახვილა.

რუსეთის პროპაგანდისტული რესურსი TASS წერს, რომ ФСБ-მ ვერეშჩუკი და ჯეპარი საერთაშორისო ძებნილ სიაში შეიყვანა.

ოქტომბერში უკრაინამ ასობით რუსი ჩინოვნიკი და დეპუტატი შეიყვანა ძებნილთა სიაში. ესენი არიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, სენატორები, უშიშროების საბჭოს და რუსეთის მთავრობის წევრები. მათ ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S