რუსეთის სკოლებში ინგლისურ ენას ჩინურით ჩაანაცვლებენ
06/12/2022 09:29:20 მსოფლიო
რუსეთის სკოლებში ინგლისური ენა შესაძლოა, ჩინურით ჩაანაცვლონ. შესაბამისი ინიციატივა სახელმწიფო სათათბიროში გაჟღერდა.
"რუსი მოსწავლეები ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი ხალხებისა და ქვეყნების ენებს უნდა სწავლობდნენ, მაგალითად ჩინურს. დარწმუნებული ვარ, ეს ენა ჩვენს სასწავლო პროგრამაში აუცილებლად უნდა იქნას ინტეგრირებული" - განაცხადა უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა ბიისულთან ხამზაევმა.
კიდევ ორი ენა, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება, რუსეთის სკოლებში ისწავლებოდეს, არაბული და ესპანურია.
2019 წლისთვის ჩინურს რუსეთის 168 სკოლაში ასწავლიდნენ. 2020-2021 წლებში მან პოპულარობით ესპანურს გადაუსწრო, რომლის სწავლება რიგ სკოლებში 2003 წლიდანაა შემოღებული. 2021 წლის აგვისტოში კი პროექტის "საგანმანათლებლო კავშირების განვითარების ჩინური ცენტრები" ხელმძღვანელმა დენის ვასილიევმა რუსეთის განათლების მინისტრს სკოლებში ჩინურის სავალდებულო სწავლების შემოღება შესთანაზა.
ცნობისთვის: უკრაინაში შეჭრამ, რუსული ბაზრიდან მსხვილი უცხოური კომპანიების მასობრივმა გასვლამ, დასავლურმა სანქციებმა და რიგი სხვა ფაქტორების ერთობლიობამ რუსულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ შექმნილი ვითარების მთავარი ბენეფიციარები იქნებიან თურქეთი და ჩინეთი და რომ ეს უკანასკნელი უკვე ემზადება, ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს "დაეპატრონოს".


