Accentnews.ge
პუტინი პოლიციის მუშაკთა რაოდენობას თითქმის მილიონამდე ზრდის

პუტინი პოლიციის მუშაკთა რაოდენობას თითქმის მილიონამდე ზრდის

06/12/2022 09:16:58 მსოფლიო

ძალოვან უწყებებზე ხარჯების ზრდის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პოლიციის მუშაკთა საშტატო რაოდენობას თითქმის მილიონამდე ზრდის, - იუწყება რუსული მედია.

როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გამომდინარეობს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 922 ათასს უნდა გაუტოლდეს, 2024-ში — 934 ათასს, 2025-ში — 938 000-ს. ამასთან, ამ რაოდენობაში არ შედის შენობების მომსახურე და დაცვის პერსონალი.

უკვე 1 იანვრიდან რუსეთში შს ორგანოების მუშაკთა რაოდენობა 770 599-მდე გაიზრდება. მათ ემატება 17 823 ფედერალური სახელმწიფო სამოქალაქო მოხელე და შსს-ს 133 639 თანამშრომელი.

ბოლოს შს ორგანოების მუშაკთა ზღვრული რაოდენობა რუსეთში 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა. მაშინ შტატი 894 000-მდე გაფართოვდა, რომელთაგან 746 000 უშუალოდ პოლიციელი იყო.

სექტემბრის ბოლოს, უკრაინის კიდევ ოთხი ოლქის ანექსიის გამოცხადებისთანავე პუტინმა შსს-ს ცენტრალური აპარატის ზღვრული საშტატო ოდენობა 180-ით — 6760 თანამშრომლამდე გაზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S