
დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "მადლობა გმირებს!" გაიმართება
06/12/2022 07:39:41 საზოგადოება
დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "მადლობა გმირებს!" გაიმართება. "ლელო ახალგაზრდებისთვის" ამბობს, რომ იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ გმირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ორგანიზატორები წერენ, რომ კანცელარიასთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
უკრაინაში, ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვდა.
3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.