უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან
06/12/2022 06:27:14 მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს.
გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ წყვეტენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
„ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევას, აქტიურად იყენებს ავიაციას თავისი სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად“,- აცხადებენ გეშტაბში.


