Accentnews.ge
აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

06/12/2022 06:04:39 მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 5 დეკემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს ოლექსი რეზნიკოვსა და ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალისხმევის მთავარ პრიორიტეტად რჩენა უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამას ცხადყოფს ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებაც, უკრაინას გადასცენ დამატებითი საბრძოლო მასალები NASAMS–ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის და უპილოტო საფრენ აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლოიდ ოსტინთან განიხილა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

5 დეკემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო ორ თვეში რიგით მერვე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ოდესის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. მომხდარის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 5 დეკემბერს რუსეთმა ისროლა 70-ზე მეტი ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, საიდანაც 60-ზე მეტი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S