ზელენსკი: "როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა"
06/12/2022 05:55:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც ერთი ტერორისტი ყველას ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა.
"რუსული ტერორი ისევ მოქმედებს მეზობელ ქვეყნებზე. მოლდოვაში კვლავ შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის უნარი განახორციელოს ასეთი მასიური ტერაქტები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მინიმუმ, მთელი ჩვენი რეგიონისთვის. როდესაც ერთი ტერორისტი დესტაბილიზაციას ახდენს ყველას ცხოვრებაში, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა", – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში 70 რაკეტა გაუშვეს, თუმცა უკრაინელებმა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.
„ყოველი ჩამოგდებული რუსული რაკეტა არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ტერორის დამარცხება შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


