რუსეთის აეროდრომებზე "დრონით" შეტევები დღესაც გრძელდება
06/12/2022 05:50:16 მსოფლიო
რუსეთის აეროდრომებზე "დრონით" შეტევები დღესაც გრძელდება. ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომზე განხორციელდა.
"დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს და ამჟამად ცეცხლის ლოკალიზაცია მიმდინარეობს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია", – წერს ტელეგრამზე კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.
5 დეკემბერს დილით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა.


