"კრემლში ასტრონომიას რომ სწავლობდნენ, ეცოდინებოდათ, რომ თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს გაუშვებ, ადრე თუ გვიან, უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან"
05/12/2022 11:30:36 მსოფლიო
ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
„დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან“, - აცხადებს პოდოლიაკი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სარატოვის ოლქში „ენგელსის“ აეროდრომზე "დრონებით" თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი რუსული Ту-95 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა და ორი რუსი ჯარისკაცი დაშავდა.


