Accentnews.ge
კალაძე: "ვუსამძიმრებ ოჯახებს, მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს"

კალაძე: "ვუსამძიმრებ ოჯახებს, მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს"

05/12/2022 11:06:45 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3 დეკემბერს და მმართველი გუნდის ნაწილი 5 დეკემბერს გამოეხმაურნენ.

3 დეკემბერს ბახმუტთან დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

ავთო რურუა;

რომეო ფირჩახია;

როლანდ კვარაცხელია;

ბადრი მარკელია;

მერაბ ალადაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S