Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა
05/12/2022 10:40:27 მსოფლიო
ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.
„თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - იტყობინება FT.
გამოცემის ცნობით, ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინის ჯარები სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მიიწევენ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დონბასისა და ყირიმის გასათავისუფლებლად.
„როგორც უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა რადიოთი, რათა შეეკავშირებინა თავისი ქვეყანა ბლიცკრიგის დროს, ზელენსკიმ სოცქსელები გამოიყენა, რათა დაუღალავად ცდილიყო დასავლეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღებას. მან თავისი ხალხის გასაჭირი ევროპისა და აშშ-ის ლიდერებზე ზეწოლის მორალურ ბერკეტად აქცია. ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, -იტყობინება FT.


