Accentnews.ge
კიევი – უკრაინელი დიპლომატების მიმართ მუქარები გრძელდება

კიევი – უკრაინელი დიპლომატების მიმართ მუქარები გრძელდება

05/12/2022 10:10:56 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი დიპლომატების მიმართ მუქარები გრძელდება.

უწყების ცნობით, ესპანეთის პოლიციამ საფოსტო განყოფილებაში მიაკვლია სამ კონვერტს „ცხოველების თვალებით“, რომელთა ადრესატები იყვნენ უკრაინის საელჩო მადრიდში, გენერალური საკონსულო ბარსელონაში და საკონსულო მალაგაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივნის ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, საერთო ჯამში, უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოებისადმი მუქარის 21 შემთხვევა მსოფლიოს 12 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

24 ნოემბრიდან დახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, საფოსტო გზავნილები ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიიღეს და გააუვნებელყვეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისშიც, თავდაცვის სამინისტროში, იარაღის მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში, ევროკავშირის თანამგზავრულ ცენტრში, რომელიც მადრიდთან მდებარეობს და აშშ-ის საელჩოში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების წინააღმდეგ მიმდინარეობს ტერორის და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. უკრაინამ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გააძლიერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S