Accentnews.ge
აშშ-მა პუტინისთვის "ნიურნბერგის" ორი ვარიანტი მოამზადა

აშშ-მა პუტინისთვის "ნიურნბერგის" ორი ვარიანტი მოამზადა

05/12/2022 09:10:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პირები სულ უფრო მეტად იხრებიან გადაწყვეტილებისკენ, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში რუსეთის ხელმძღვანელობის როლს შეისწავლის. განიხილება მსგავსი სასამართლოს ორგანიზების ორი ვარიანტი, - წერს "The Guardian" გლობალური სისხლის სამართლის სფეროში აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩ ბეტ ვან შაკზე დაყრდნობით.

"ეს ისაა, რაც ძალიან აღელვებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს ისაა, რაც სურს უკრაინას და ვფიქრობ, ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა ექნება" , — განაცხადა ვან შაკმა. მისივე თქმით, ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაციაში "ყველა ასპექტს განიხილავენ" და მხარს უჭერენ რიგი შუალედური გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით - მტკიცებულებების შენახვის კუთხით.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიება მარტში დაიწყო, თუმცა მას მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულებში ეჭვმიტანილთა დევნა შეუძლია. ამდენად, უკრაინისა და რიგი ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები რუსეთის ხელმძღვანელობის გასასამართლებლად ცალკე ტრიბუნალის ჩამოყალიბებას მოითხოვენ.

ვან შაკის თქმით, დასავლელი დიპლომატები ამჟამად მსგავსი ტრიბუნალის ორ ვარიანტს განიხილავენ: პირველ შემთხვევაში უკრაინა და გაერო დებენ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მეორეში კი უკრაინა ევროკავშირთან ან ევროპის საბჭოსთან ერთობლივად შიდა სასამართლოს ქმნის. მსგავს სასამართლოს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება გაერო-ს გენასამბლეაზე კენჭისყრის გზით შეუძლია.

"ორივე შემთხვევაში ტრიბუნალი ბრალდებულთა შეზღუდულ რაოდენობას გაასამართლებს, - უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და შესაძლოა, რიგ სამხედრო მაღალჩინოსნებს", - განმარტა ვან შაკმა.

გაერო-ში უკვე მომზადდა რეზოლუციის პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის ჩამოყალიბების თაობაზე, თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომელთა აზრით, რეზოლუციის მიღებამ შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსი დააკნინოს და ამავდროულად, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარს ათქმევინებს. ამასთანავე, ქვეყნების ლიდერებსა და შს მინისტრებს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეროვნული სასამართლოების მიერ დევნისგან იმუნიტეტი იცავთ.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელმძღვანელობის გასამართლებას მხარს უჭერენ ევროკომისია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბალტიის ქვეყნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S