Accentnews.ge
"პუტინს მორიგ ბლიც-კრიგზე იყოლიებენ": ბელარუსში მყოფი რუსი სამხედრო - კიევზე ახალი შეტევის მზადების შესახებ

"პუტინს მორიგ ბლიც-კრიგზე იყოლიებენ": ბელარუსში მყოფი რუსი სამხედრო - კიევზე ახალი შეტევის მზადების შესახებ

05/12/2022 08:47:51 მსოფლიო

რუსული სარდლობა ბელარუსში ძალებს აგროვებს, რათა ჯარების გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ უკრაინასა და მისი საზღვრების გასწვრივ ტერიტორიებს დაარტყას, - იუწყება "Новая газета. Европа" გროდნოში მყოფ რუს სამხედროზე დაყრდნობით.

მისი თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ბელარუსში მობილიზებულებს გადაისვრიან და ადგილზე გაწვრთნის შემდეგ შეტევისთვის დაახლოებით 300 000 ადამიანი იქნება მზად.

"ცალკეულ დანაყოფებში ბელარუსებმა რუსებს მთელი ტექნიკა და სამედიცინო ნაწილი გადასცეს. ბელარუსებივე უზრუნვეყოფენ პრავიზიასა და მომარაგებას. იშლება საველე ბანაკები", — ყვება რუსი სამხედრო.

მისივე მონაცემებით, შეტევა დეკემბრისთვისაა დაგეგმილი, "როცა მოყინავს და ნიადაგი საბოლოოდ გამაგრდება". იმავე პერიოდისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები ბახმუტის გავლით სლავიანსკსა და კრამატორსკზე გასვლას სცდიან.

ამასთან, გამოცემის წყარო ბელარუსის მხრიდან შეტევის ამ გეგმას თვითმკვლელობად აფასებს: "ამჟამად უკრაინის ტერიტორია საზღვრიდან მრავალი კილომეტრით სიღრმეში დანაღმულია, გზები - გადათხრილი, ლანდშაფტი წარმოადგენს ტყეებსა და ჭაობს და ყველა მიმართულება უკრაინული არტილერიის წვდომის ზონაშია. საზღვრის გასწვრივ მთელი ტერიტორია სერიოზულადაა გამაგრებული, გათხრილია 3 მ სიგანის ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეები. ასე, რომ ვერც კიევამდე მივალთ, ვერც კოველამდე. პუტინს კი ამ თვითმკვლელ გეგმას მორიგ ბლიცკრიგად ახვევენ თავს", — ამბობს რუსი სამხედრო.

საუბრები მოსკოვის გეგმის შესახებ, შეეგროვებინა ჯარების საკმარისი რაოდენობა ბელარუსში, ხოლო შემდეგ აეღო ლუცკი, ლვოვი და უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან არსებული ტერიტორიები, რუსულ ჯარში ზაფხულიდან ისმის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ საუბრებს თან ახლავს შემდგომში კიევზე დარტყმის, პრეზიდენტ ზელენსკის კაპიტულაციისა და ომის დასრულების ხსენებაც.

თავად ბელარუსის ხელმძღვანელობა კი ამ დროს ქვეყნის ჯარის ომში ჩაბმისგაბ კვლავინდებურად ფეხს ითრევს და მისი ქვეყანაში დატოვების გადაწყვეტილების გასამართლებლად აგორებული აქვს საინფორმაციო კამპანია "ნატო-ს შესაძლო თავდასხმისთვის მზაობის აუცილებლობის" შესახებ, - იუწყება ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) და იქცე დასძენს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩაბმა კვლავინდებურად ნაკლებ სავარაუდოა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S