მაკრონი: "ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია მისთვის ყველაზე ცუდია"
05/12/2022 08:39:33 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, იგი ყოველთვის ინარჩუნებს უშუალო კავშირს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
"მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ უკრაინელებისთვის გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.
3 დეკემბერს მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ დააკმაყოფილოს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.


