Accentnews.ge
რუსეთს კორპორატიული გაკოტრების ტალღა დაატყდა თავს: მსხვილმა ბიზნესმა ერთ თვეში 700 მლრდ რუბლზე მეტი იზარალა

რუსეთს კორპორატიული გაკოტრების ტალღა დაატყდა თავს: მსხვილმა ბიზნესმა ერთ თვეში 700 მლრდ რუბლზე მეტი იზარალა

05/12/2022 07:22:00 მსოფლიო

დასავლეთის სანქციებისა და რეცესიის ფონზე რუსეთის ეკონომიკას გაკოტრების ტალღა უახლოვდება. ქვეყნის მსხვილი ბიზნესი ასობით მლრდ რუბლს ზარალობს.

"როსსტატის" მონაცემებით, სექტემბერში რუსული საწარმოების სალდირებულმა ფინანსურმა შედეგმა -728,4 მლრდ რუბლი შეადგინა, - ამდენით აღემატება წამგებიანი კომპანიების ზარალი მომგებიანის შემოსავალს.

"ციფრები ნამდვილ კატასტროფაზე მეტყველებს", - წერენ MMI-ს ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ზარალის რეკორდული მაჩვენებელია.

"როგორც ჩანს, სანქციებისა და მყარი რუბლის პირობებში რუსეთიდან ნედლეულის ექსპორტი სულ უფრო წამგებიანი ხდება. გარკვეულ მომენტში კომპანიები იძულებულები გახდებიან, წამგებიანი გაყიდვები შეწყვიტონ და მოცულობები შეამცირონ", - პროგნოზირებენ სპეციალისტები.

ზარალის ზრდის კვალდაკვალ სულ უფრო მეტი კომპანია უახლოვდება გაკოტრების ზღვარს, მათი კრედიტორები კი უკვე ამზადებენ სარჩელებს სასამართლოებისთვის. ოქტომბერში მსგავსი სარჩელების რაოდენობა 2,4-ჯერ (გასული წლის მაჩვენებელი - 2306, წლევანდელი - 5953) გაიზარდა, - წერს გამოცემა "Коммерсантъ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S