Accentnews.ge
ISW-მა გააანალიზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მინსკსა და თეირანში ვიზიტები

ISW-მა გააანალიზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მინსკსა და თეირანში ვიზიტები

05/12/2022 07:18:40 მსოფლიო

რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრები მინსკში 3 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს, რათა, ოფიციალური მონაცემებით, გააძლიერონ ორმხრივი უსაფრთხოების კავშირები რუსეთსა და ბელორუსს შორის, – წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

„სავარაუდოდ, შოიგუ შეხვდა ხრენინს და ლუკაშენკოს, ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ბელარუსზე, რათა გააგრძელებინა რუსეთის შეტევითი კამპანიის მხარდაჭერა უკრაინაში. მანამდე ISW პროგნოზირებდა, რომ ბელარუსი ნაკლებად სავარაუდოა, ომში ჩაერთოს შიდა ფაქტორების გამო, რომლებიც აფერხებენ ლუკაშენკას",– ნათქვამია ანგარიშში.

იმავდროულად, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოჰამად ბაგერი 3 დეკემბერს თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ფომინს შეხვდა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ სამხედრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომლის დეტალები დაზუსტებული არ არის.

„მათ შესაძლოა, განეხილათ უკრაინაში გამოსაყენებლად ირანული დრონებისა და რაკეტების მიყიდვა. ბაგერი ირანის თავდაცვის მეთაურია და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე. შეხვედრის შესახებ რუსული მედია არ იუწყება“, - ნათქვამია ISW-ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S