Accentnews.ge
ISW – უკრაინული ძალები კონტრშეტევებს ზამთარშიც გააგრძელებენ

ISW – უკრაინული ძალები კონტრშეტევებს ზამთარშიც გააგრძელებენ

05/12/2022 07:12:19 მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ (ISW) აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ზამთარში კონტრშეტევით ოპერაციებს გააგრძელებენ, რათა გააძლიერონ ბოლო სამხედრო მიღწევები და თავიდან აიცილონ რუსული ძალების წინსვლა ბრძოლის ველზე.

აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრეს–სპიკერმა სერჰიი ჩერევატიმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ გაყინული ნიადაგი საშუალებას მისცემს მძიმე ბორბლიანი მანქანების წინსვლას და რომ უკრაინული ძალები ასეთ მანქანებს ზამთრის ოპერაციებისთვის ამზადებენ.

ამასთან, მისი თქმით, ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი სამხედროები და "ვაგნერის" რეკრუტები, არ არიან მზად ზამთარში სამხედრო ოპერაციებისთვის.

"დეკემბრის ბოლოს ძლიერი ყინვების მოახლოებასთან ერთად, უკრაინული ძალები კვლავ შეძლებენ ამინდის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, რადგან ზამთარი საუკეთესო სეზონია მექანიზებულ დანაყოფებთან ბრძოლისთვის",-აცხადებს ISW.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S