Accentnews.ge
მედია – ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა

მედია – ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა

05/12/2022 06:28:22 მსოფლიო

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი ცნობით, სანქციების სია, რომელშიც 180-მდე დასახელებაა, მიმართულია ბანკების, მედიასაშუალებების და ტექნოლოგიების წინააღმდეგ. სანქციები ისევ არ შეხებია ბელარუსს.

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, სანქციების მეცხრე პაკეტი სავარაუდოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდება, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.

ევროკომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S