Accentnews.ge
ბლინკენი: "პუტინი დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნებს არ ავლენს"

ბლინკენი: "პუტინი დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნებს არ ავლენს"

05/12/2022 06:20:29 მსოფლიო

რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News–სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიზნედ უკრაინის მოქალაქეები აქცია.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან შინაარსიანი დიპლომატიით. რასაც ჩვენ ვხედავთ, სულ მცირე, ბოლო ხანებში, საპირისპიროზე მეტყველებს. ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა ტაქტიკა. ახლა ცდილობს, ზამთრის იარაღად გამოყენებას", – განაცხადა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას მანამ გააგრძლებს, ვიდრე საჭირო იქნება.

1 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი აჩვენებს, რომ მართლა სურს დასრულდეს ომი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S