Accentnews.ge
სამოქალაქო აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მიმდებარედ შავი ლენტები დაკიდეს

სამოქალაქო აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მიმდებარედ შავი ლენტები დაკიდეს

04/12/2022 17:59:15 საზოგადოება

პარტია ,,დროასა” და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით თავისუფლების მოედანზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ნაძვის ხის მიმდებარედ შავი ლენტები დაკიდეს.

პარტია ,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტის ამ ფორმით მათ უკრაინაში დაღუპული 5 მებრძოლის გამო მწუხარება გამოხატეს.

"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, გმირები თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის თავს წირავენ. გუშინ ძალიან დიდი მსხვერპლი გვქონდა - 5 ადამიანი ერთდროულად დავკარგეთ. უკვე 33 ადამიანია, ვინც თავი გაწირა, რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მშვიდობიანი სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერია ამბობს, რომ მშვიდობა პრობლემა არ არის, როდესაც ხელისუფლება გლოვასაც კი არ აცხადებს ამასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, ამ თვალსაზრისით, ეს გლოვის ერთ-ერთი ფორმა იყო. ძალიან მშვიდობიანად მოვედით, შავი ლენტები დავაბით და ასე გამოვხატეთ, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, სად არის მშვიდობა და რა ფასი ჯდება მშვიდობა”, - განაცხადა ხოშტარიამ.

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან ჯერ–ჯერობით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

  • ავთო რურუა;
  • რომეო ფირჩახია;
  • როლანდ კვარაცხელია;
  • ბადრი მარკელია;
  • მერაბ ალადაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S