Accentnews.ge
ტარიელ ონიანი ესპანეთშია

ტარიელ ონიანი ესპანეთშია

23/10/2019 18:58:15 სხვა, მსოფლიო

რუსეთმა კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა,- იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ირინა ვოლკზე დაყრდნობით.

როგორც რუსული მედია ირწმუნება, ესპანეთში ექსტრადირების პროცესს აქამდე ტარიელ ონიანის რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო და ჩამოერთვა, თუმცა რატომ გახდა აქტუალური ონიანის მოქალაქეობა მხოლოდ მრავალწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ამაზე არაფერს წერს. ონიანის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად ცნეს.

ტარიელ ონიანი რუსეთში 2009 წელს დააკავეს. მან 10-წლიანი სასჯელი მოიხადა.მიმდინარე წლის აპრილში ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს. 

მას ესპანეთში ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

იხილეთ ასევე: ტარიელ ონიანი ციხიდან დასაღწევად გზებს ეძებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S