Accentnews.ge
ყირგიზულმა ბანკებმა „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე უარი განაცხადეს

ყირგიზულმა ბანკებმა „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე უარი განაცხადეს

02/12/2022 18:42:42 მსოფლიო

სანქციების გამო ყირგიზულმა ბანკებმა „Мир“-ის ბარათების მომსახურებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ კაიპ კულენბეკოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კულენბეკოვის თქმით, დასავლეთის შეზღუდვებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ ყირგიზული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მომსახურებაზე.

ნოემბერში სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინებოდა, რომ „მეორადი სანქციების“ საფრთხის გამო, ცხრა ქვეყნიდან ექვსმა უარი თქვა რუსეთის გადახდის სისტემასთან მუშაობაზე. ხოლო უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, თურქეთისა და ვიეტნამის ბანკებმა მთლიანად შეწყვიტეს ან შეამცირეს სისტემა “Мир”-თან თანამშრომლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S