ჩავუშოღლუ: „ვფიქრობ, გაზაფხულამდე ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი ომში ცეცხლის შეწყვეტასთან ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით"
02/12/2022 18:27:41 მსოფლიო
„ვფიქრობ, გაზაფხულამდე ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტასთან ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით". – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დაარწმუნონ ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე, რომ ახლავე დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
"უკრაინა მიიწევს წინ, იბრუნებს ზოგიერთ ტერიტორიას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთი, სანაცვლოდ, მიზანმიმართულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ცხოვრება რთულდება განსაკუთრებით უკრაინელებისა და ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


