Accentnews.ge
ჩეხეთის საელჩო: "ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდება"

ჩეხეთის საელჩო: "ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდება"

02/12/2022 17:20:16 პოლიტიკა

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას", - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებში ჩეხეთი-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს ეხებოდა.

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა და უკავშირდებოდა არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგადად ვაჭრობას. ელჩი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით იცნობს და აფასებს. მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და ეს თემა შემდგომ განხილვას აღარ იმსახურებს“, –ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ჩეხეთის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩის დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S