Accentnews.ge
შოლცი პუტინს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს, პუტინი კი შოლცს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას ურჩევს

შოლცი პუტინს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს, პუტინი კი შოლცს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას ურჩევს

02/12/2022 14:06:34 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის კანცლერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მიეძღვნა "უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომსა და მის შედეგებს."

გერმანული მხარის ცნობით, შოლცმა დაგმო რუსეთის ავიადარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში. კანცლერმა ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მიაღწიოს საკიტხის დიპლომატიურ გადაწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარები გაიყვანოს.

როგორც ბერლინი აცხადებს, კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისი და ხაზი გაუსვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ახლახან გახანგრძლივებული მარცვლეულის შეთანხმების მნიშვნელოვნელობას

თავის მხრივ, ორმხრივი სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა გაავრცელა კრემლმა.

"პუტინმა ყურადღება გაამახვილა დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის დესტრუქციულ ხაზზე, რომლითაც კიევის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გერმანულ მხარეს გადახედოს თავის მიდგომებს უკრაინასთან მიმართებაში. პუტინმა განუცხადა შოლცს, რომ რუსეთის არმია დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმებისგან, მაგრამ ახლა ასეთი ზომები, გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", – აცხადებს კრემლი.

რუსეთმა 10 ოქტომბრიდან რამდენიმე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, 23 ნოემბერს ბოლო ასეთი დარტყმის შემდეგ, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები კვლავაც გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S