
ლომჯარია: "ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ამ საქმეში, ვიდრე აქამდე"
02/12/2022 12:18:25 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველი ნოინო ლომჯარია აცხადებს, რომ "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეში დღეს უფრო მეტად ხედავს პოლიტიკურ მდგენელს".
"ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად არის დასაბუთებული. უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.