Accentnews.ge
აშშ ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში სამხედრო ტექნიკას გადაისვრის

აშშ ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში სამხედრო ტექნიკას გადაისვრის

02/12/2022 10:53:41 მსოფლიო

აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები რეგიონიდან უკრაინაში საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის გადასროლის შესაძლებლობას განიხილავენ, - იუწყება "Politico" ამ სისტემების მწარმოებელი კომპანია "Raytheon"-ის ხელმძღვანელ გრეგ ჰეიესზე დაყრდნობით.

გეგმის მიხედვით, NASAMS-ები უკრაინაში შემდგომი 3-6 თვის განმავლობაში უნდა გაიგზავნოს. სანაცვლოდ აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ანალოგიურ სისტემებს უახლოესი ორი წლის განმავლობაში მიაწვდის.

"უკრაინაში ამ სისტემების ახლო აღმოსავლეთიდან გადასროლა ნაკლებ დროს წაიღებს, ვიდრე მათი აშშ-ში წარმოება. NASAMS-ის შექმნაზე ხომ 2 წელიწადი მიგვდის იმ დროის გამო, რომელსაც სარაკეტო ძრავისა და ელექტრონული კომპონენტების შესყიდვა მოითხოვს" - განმარტა ჰეიესმა.

უკრაინისთვის ამ სისტემების მიწოდებას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება.

კიევმა უკვე არაერთხელ ითხოვა აშშ-ისგან NASAMS-ები, რომელიც ამ დროისთვის უკრაინული ჯარის შეიარაღებაში არსებულ სისტემებზე მეტი სამოქმედო სიშორით ხასიათდება. პირველი ორი ასეთი სისტემა კიევს ნოემბრის დასაწყისში მიეწოდა, სულ კი უკრაინა 8 ერთეულს ელის.

1 დეკემბერს პენტაგონმა გააფორმა $1,2 მლრდ-იანი კონტრაქტი უკრაინისთვის 2025 წლისთვის 6 ერთეული NASAMS-ის მიწოდების თაობაზე. ეს გარიგება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში რიგით მე-5 პაკეტის ნაწილს წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S