რუსეთში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
02/12/2022 08:15:57 მსოფლიო
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ავიაგამანადგურებელი МиГ-31 ჩამოვარდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერია ცნობილი.
ავიაგამანადგურებელი აფრენიდან მალევე, ტყის მასივში ჩამოვარდა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.


